რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, მოძრაობა "შეცვალეს" და საზოგადოების წევრები იკრიბებიან. აქციაზე იმყოფება მწერალი კოტე ყუბანეიშვილი.
მისი განცხადებით, საზოგადოებამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ნებისმიერი ფორმით უნდა გააპროტესტოს.
"საზოგადოებამ უნდა მიმართოს პროტესტის ნებისმიერ ფორმას, რომელიც საზოგადოებისთვის საშიში არ იქნება. ხალხის პროტესტი არის საჭირო და არა პერსონალური და პირადული პროტესტი. არავინ არ იცის ივანიშვილი გაიგებს თუ არა ხალხის პროტესტს, თუ გაიგებს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ვისაც თავი ქართველი ჰგონია გამოვა, ვისაც უნდა რომ ნებისმიერი იყოს ხელისუფლებაში და თვითონ გადარჩეს არ გამოვა," - განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა.